"ბიძინა ივანიშვილმა "თიბისი ბანკის" აქციონერები მძევლად აიყვანა",- ამის შესახებ საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ფადი ასლი Facebook-ზე საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, მამუკა ხაზარაძემ ბანკიდან წასვლის გადაწყვეტილების შემდეგ გაათავისუფლა მძევლები და საკუთარი თავიც გაათავისუფლა წნეხისგან.
"უეჭველია, რომ ამ საქმეში მთავარი მსხვერპლი არა - ხაზარაძე, არამედ საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი კობა გვენეტაძეა, რომელსაც საკუთარი ქმედებების გამო ცხოვრების გაგრძელება მოუწევს ამ შავი ლაქით მის კარიერაში”, - წერს ფადი ასლი.
შეგახსენებთ, რომ თიბისი ბანკის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ბანკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს. მათივე თქმით, ბანკის წყვეტს სამართლებრივ დავას ეროვნულ ბანკთან და ჯარიმას და მარეგულირებლის მიერ დაკისრებულ ჯარიმას - ერთ მილიონ ლარს გადაიხდის.

























