ბიძინა ივანიშვილმა უილიამ დე კუნინგის ტილო რეკორდულ ფასად 66,3 მილიონ დოლარად გაყიდა
ბიძინა ივანიშვილმა უილიამ დე კუნინგის ტილო რეკორდულ ფასად 66,3 მილიონ დოლარად გაყიდა. გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, ნიუ-იორკის Christie's -ის აუქციონზე გამოტანილი ტილო ყოფილმა პრემიერმა კომპანია Lynden Management Ltd-ის დახმარებით გაყიდა. გამოცემა წერს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ტილო 2009 წელს შეიძინა, თუმცა რამდენი გადაიხადა მაშინ ექსპრემიერმა ტილოში უცნობია, თუმცა ცნობილი ის რომ 2006 წელს აღნიშნული ტილოს ფასი 27 მილიონი დოლარი იყო.