მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბიძინა ივანიშვილს აშანტაჟებენ“ - კახა კალაძე

63d2bf6960107
ალა ისპირიანი
26.01.23 21:49
1062
"მიმდინარეობდა და ახლაც მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟება" - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბიძინა ივანიშვილისა და Credit Suisse-ის საქმეზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

კითხვაზე, ვინ აშანტაჟებს ივანიშვილს, მან ჟურნალისტებს უთხრა, - „იფიქრეთ და ყველაფერს მიხვდებით“.

„მის თანხებთან დაკავშირებით არაკანონიერი გადაწყვეტილებების მიღება ხდება და ყველაფერი იმისკენ მიუთითებს რომ პოზიცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს შეინარჩუნოს მშვიდობა ქვეყანაში, რა თქმა უნდა გარკვეული ძალები ცდილობენ ამ დაშანტაჟებით გარკვეული ცვლილებები მოხდეს.მიმდინარეობდა და ახლაც მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟება. 

იფიქრეთ და ყველაფერს მიხვდებით ვინ აშანტაჟებს. ზრდასრული ადამიანები ხართ მარტივად შეიძლება ანალიზი გააკეთოთ და გამოიტანოთ დასკვნები ვინ ითხოვდა მეორე ფრონტის გახსნას, ვინ მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას ჩართულიყო ომში და მეორე ფრონტი გაეხსნა“, - ამბობს კალაძე.

ცნობისთვის, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის იურიდიულმა და PR წარმომადგენლობა CS Victims-მა “ასოშეითედ პრესში” გამოაქვეყნა პრეს-რელიზი, რომელშიც საუბარია შვეიცარულ ბანკ “Credit Suisse”-სა და ბიძინა ივანიშვილს შორის მიმდინარე სასამართლო დავაზე. პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ Credit Suisse-ი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციებს იყენებს იმისთვის, რათა ივანიშვილის ტრანზაქციები შეაფერხოს, რასაც ექს-პრემიერის წარმომადგენლები პოლიტიკურ ზეწოლად მოიხსენიებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები