ბიზნესმენი თემურ ჭყონია BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მას ბიძინა ივანიშვილთან რაიმე სახის საქმის გარჩევა არ ჰქონია. "არა მე არ მქონია. ასეთი გარჩევები არ მქონია" - ამბობს ჭყონია.
შეგახსენებთ, რომ არჩევნებამდე მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ის ხშირად სასამართლოს ფუნქციას კისრულობდა და მასთან ბიზნესმენები მიდიოდნენ სხვადასხვა დავების განსახილველად. მან მაგალითად ვანო ჩხარტიშვილისა და მამუკა ხაზარაძის შეხვედრა მოიყვანა, სადაც მისი თქმით, "ჩხარტიშვილმა ხაზარაძეს 100-0 მოუგო", მომდევნო პერიოდში თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დავმჯდომარემ არსებული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. თემურ ჭყონია მისი მხრიდან რაიმე სახის დავის გარჩევას ბიძინა ივანიშვილთან უარყოფს.