𝗧𝗯𝗶𝗹𝗶𝘀𝗶 𝗔𝗿𝗰𝗵𝗶𝘁𝗲𝗰𝘁𝘂𝗿𝗲 𝗙𝗼𝗿𝘂𝗺 27 სექტემბერს, ექსპო ჯორჯიას სივრცეში, საერთაშორისო პლატფორმას შექმნის, სადაც არქიტექტორები, ურბანისტები, დიზაინერები და სხვადასხვა დარგის პროფესიონალები ერთად იმსჯელებენ თემაზე: „მეხუთე განზომილება: არქიტექტურა როგორც ადამიანური გამოცდილება“.
„ბიესი“ (Building Solutions) წელს თბილისის არქიტექტურის ფორუმის ვერცხლის პარტნიორია. ჰიდროსაიზოლაციო გადაწყვეტილებები, ინტერიერისა და ექსტერიერის საღებავები, ინდუსტრიული იატაკები, ბეტონის დანამატები - სამშენებლო მასალების კომპანია სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს და ექსკლუზიური პარტნიორია ისეთი ევროპული ბრენდების, როგორებიცაა: Sika, Jotun, Leister, Bekaert, Baumit, Rockwool და სხვა.
კომპანიის პორტფოლიო მოიცავს მასშტაბურ საცხოვრებელ და კომერციულ პროექტებს, ასევე, ინდუსტრიულ და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. „ბიესი“ მომხმარებლებს მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებულ და ინოვაციურ სამშენებლო გადაწყვეტილებებს 2008 წლიდან სთავაზობს, ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა მასშტაბურ პროექტშია ჩართული და მსხვილ სამშენებლო კომპანიებთან თანამშრომლობს. Building Solutions-ს აქვს ორი ფილიალი, თბილისსა და ბათუმში.
თბილისის არქიტექტურის ფორუმი Cityzen-ის ინიციატივითა და მხარდაჭერით ხორციელდება.
ღონისძიების მიზანია, გააფართოვოს არქიტექტურის ტრადიციული გაგება და ყურადღება გაამახვილოს იმ უხილავ ასპექტებზე, რომლებიც ქალაქებსა და შენობებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს - ემოციაზე, მეხსიერებაზე, კულტურულ ნარატივებსა და მდგრად პრაქტიკებზე.

























