ბილ გეიტსი 2045 წლამდე $200 მილიარდს გასცემს. ბილ გეიტსმა თქვა, რომ აღნიშნულ თანხას მსოფლიოს უღარიბესი მოსახლეობა მიიღებს.
მან ასევე გააკრიტიკა ილონ მასკი, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა და ის „მსოფლიოს უღარიბესი ბავშვების მკვლელობაში“ შეერთებული შტატების დახმარების ბიუჯეტის მნიშვნელოვანი შემცირების გამო დაადანაშაულა.
მასკის ხელმძღვანელობით მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოs (USAID) მიერ პროგრამების დაახლოებით 80% შემცირდება, რომელიც მანამდე მილიარდობით დოლარის დაფინანსებას გასცემდა მათ შორის ბავშვების ვაქცინებზე და საკვებით დახმარებაზე.
ტრამპის მიერ დახმარების შემცირება, გეიტსმა გააკრიტიკა და თქვა, რომ მას სურდა ახალშობილების, ბავშვებისა და დედების სიკვდილიანობის გამომწვევი ისეთი მიზეზების შეჩერება, რომლებიც სხვადასხვა დაავადებებს აღმოფხვრადია. გეიტსის თქმით, ფონდი დაიხურება მას შემდეგ, რაც მისი პირადი ქონების დაახლოებით 99%-ს დახარჯავს. „ვიმედოვნებ, რომ სხვა მდიდარი ადამიანებიც დაფიქრდებიან, თუ რამდენად შეუძლიათ დააჩქარონ პროგრესი მსოფლიოს უღარიბესებისთვის, თუ გაზრდიან თავიანთი შემოწირულობების ტემპსა და მასშტაბს, რადგან ეს საზოგადოებისთვის დახმარების ძალიან მნიშვნელოვანი გზაა“, - წერს გეიტსი.




























