მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბილ გეითსმა სატელიტური ანტენების კომპანიაში $78 მლნ-ის ინვესტიცია განახორციელა

5f45fd940bd01
თამთა ჯიჯავაძე
26.08.20 10:52
1100
ამერიკელმა მილიარდერმა ბილ გეითსმა თანამგზავრული ანტენების კომპანია Kymeta-ში $78 მილიონის ინვესტიცია განახორციელა. ამის შესახებ კომპანიის პრეზიდენტმა „როიტერსს“ განუცხადა.

Kymeta, რომელიც ვაშინგტონში მდებარეობს, პიცის ყუთების ზომის ანტენებს აწარმოებს ავტომობილებისთვის, მატარებლებისა და ნავებისთვის. კომპანიის კაპიტალი უკვე $85.2 მილიონს შეადგენს.

გარდა ანტენებისა, კომპანია წლის ბოლოსთვის სატელიტური ინტერნეტის სერვისის ამოქმედებასაც აპირებს.

„ამ ყველაფრის თეზისი არის ის, რომ განვავითაროთ კავშირგაბმულობა გლობალურ დონეზე“, – განაცხადა Kymeta-ს პრეზიდენტმა უოლტერ ბერგერმა.

Kymeta-ს ანტენები ძირითადად დაკავშირებულია იმ თანამგზავრებთან, რომლებიც მაღალ ორბიტალურ სიმაღლეზე არიან განთავსებული, ამიტომაც ამ კომპანიის ანტენებით ინტერნეტთან წვდომა შესაძლებელია მიუწვდომელი ადგილებიდან, მოძრავი თვითმფრინავიდან ან სხვა ტრანსპორტიდანაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები