მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბილაინი" ციფრული მომსახურების პროვაიდერად გარდაიქმნება

583fd83ae3201
BM.GE
01.12.16 11:57
1630
„ბილაინი“ მიზნად ისახავს, გახდეს ციფრული მომსახურების პირველი პროვაიდერი საქართველოს ბაზარზე და შესთავაზოს მომხმარებლებს ინოვაციური, მათ მოთხოვნებზე მორგებული სერვისები.

„რამდენადაც ჩვენ კიდევ უფრო მეტად ციფრულ და მომხმარებელზე ორიენტირებულ სამყაროს ვქმნით, ინოვაცია და პროგრესი დიდი სისწრაფით უნდა ცვლიდეს ყველაფერს. დღეს, ახალი ტექნოლოგიების ერაში , ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციის გაცვლის სწრაფი და მარტივი საშუალებების არსებობა და ამ საშუალებებზე საყოველთაო წვდომა. ჩვენ გვჯერა, რომ მომხმარებლისთვის საბაზისო კომუნიკაცია უნდა იყოს უფასო და ახალი მობილური სერვისებით სარგებლობა უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი.
სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა შევიცვალოთ და კომუნიკაციების ახალ, ციფრულ კომპანიად ჩამოვყალიბდეთ. ახალი სტარტეგიის ფარგლებში აქცენტს ვაკეთებთ ჩვენი ბიზნესის ოპტიმიზაციაზე და ჩვენი ინვესტიციების გაზრდაზე ვებ-სერვისების განვითარებისთვის, რომლებიც კიდევ უფრო სასარგებლო იქნება ჩვენი მომხმარებლებისა და საზოგადოებისთვის, ასევე, ახალი ციფრული კულტურის პოპულარიზაციისთვის“, აცხადებს „ბილაინის“ გენერალური დირექტორი გიროგი ტყეშელაშვილი.

კომპანიის განმარტებით, გარდაქმნა გულისხმობს ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურასა და სთრიმლაინის პროცესების ისეთ განვითარებას, რაც კომპანიას მოქნილ, ადაპტირებადი ორგანიზაციად აქცევს. მათივე ცნობით, ეს პროცესი სრულად შეესაბამება ბილაინის მშობელი კომპანიის, VimpelCom-ის სტრატეგიას, რომელმაც ჯგუფის გარდაქმნის შესახებ 2015 წლის აგვისტოში გამოაცხადა.

გარდაქმნის სტრატეგიის პირველი, ფართომასშტაბიანი პროექტი მოიცავს Digital Stack-ის ახალი IT ინფრასტუქტურის დანერგვას. ”ბილაინს” ინოვაციური Digital Stack გარდაქმნისთვის ინფრასტრუქტურას Ericsson შესთავაზებს. Ericsson, საერთაშორისო აღჭურვილობისა და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების პროვაიდერი, ბილაინს ინოვაციური Digital Stack გარდაქმნისთვის ახალ IT ინფრასტრუქტურას შესთავაზებს. Ericsson-თან პარტნიორობა გულისხმობს ვიმპელკომის IT ინფრასტრუქტურის სრულ განახლებას, რაც საერთაშორისო კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების ინდუსტრიის ისტორიაში ყველაზე დიდი და ამბიციური პროექტია.

„ეს ტექნოლოგიური გარდატეხა ძალიან მნიშვნელოვანია VimpelCom-თვის. ჩვენი სტრატეგიის მნიშვნელოვანი ასპექტია, გავხდეთ ტექნოლოგიურად მოქნილი კომპანია, რომელიც შეძლებს მომხმარებლებს შესთავაზოს რეალურ დროში მათ ციფრულ მოთხოვნებზე ორიენტირებული მობილური სერვისები, რაც მათ ციფრულ სამყაროში ნავიგაციას გაუადვილებს. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც ინერგება ახალი ციფრული ტექნოლოგიები ჩვენი ბიზნესის სრულად გარდასაქმნელად, რაც ბილაინის აბონენტებისთვის ხელმისაწვდომს გახდის ინოვაციებსა და ციფრული სამყაროს უახლეს ტენდეციებს“,-აცხადებს Vimpelcom-ის მთავარი ტექნიკური დირექტორი იოგეშ მალიკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები