მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

‘’ბილაინი’’ მომხმარებელთა პირადი მონაცემების გაჟონვის ფაქტს ადასტურებს - გამოძიება დაიწყო

5d9add658ea8c
მიხეილ ხაჩიძე
07.10.19 12:20
1338

ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატელეკომუნიკაციო ოპერატორმა VimpelCom-მა, მომხმარებლების პირადი მონაცემების გაჟონვასთან დაავშირებით, გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა. საუბარია, Beeline-ის სახლის ინტერნეტის აბონენტების საქმეზე. როგორც რუსული მედია იუწყება, კომპანიის 8,7 მილიონი მომხმარებლის მონაცემები ინტერნეტში გავრცელდა. კერძოდ, კლიენტების სახელები, გვარები, მობილური ტელეფონის ნომრები და ა.შ ერთ-ერთ ვებგვერდზე აიტვირთა და მისი ნახვა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო.




კომპანია Beeline პირადი მონაცემების ინტერნეტში გავრცელების ფაქტს ადასტურებს და აღნიშნავს, რომ შემთხვევები ჯერ კიდევ 2017 წელს დაფიქსრიდა, მათ კი მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად ოპერატიული ზომები მიიღეს.




როგორც Beeline-ში განმარტავენ, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და იმედი აქვთ, რომ შესაბამისი უწყებები დამნაშავეებს დროულად იპოვიან და კანონის შესაბამისად გაასამართლებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები