„ჩვენ არ ვგეგმავთ ტარიფების ცვლილებას“, - ამის შესახებ “საქმის კურსთან” საუბარში კომპანია „ვიონი - საქართველოს“ ბიზნეს ოპერაციების დირექტორმა ლაშა ტაბიძემ განაცხადა.
მისი თქმით, კომპანიამ დიდი ხნის წინ განსაზღვრა თავისი სტრატეგია, რომლის მიხედვითაც ინტერნეტი საქართველოს მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
“სტრატეგია არის ის, რომ ინტერნეტი იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის, ამაში კონკრეტულად ვგულისხმობ არამხოლოდ ტექნოლოგიურ ხელისაწვდომობას, არამედ იმას, რომ იყოს შესაბამისი ფასი საიმისოდ, რომ ქართველმა მომხმარებელმა შეძლოს ინტერნეტის გამოყენება; სწორედ ესაა ჩვენი სტრატეგია და პრიციპი”, - აცხადებს ტაბიძე.
შეგახსენებთ. რომ ,,მაგთიმ“ და ,,ჯეოსელმა“ მომხმარებლებისათვის ტარიფების კორექტირება დააანონსეს, თუმცა 14 თებერვალს GNCC-მა “მაგთიკომს” ტარიფების გაძვირების პროცესი შეუჩერა, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება ნომრის მომსახურების საფასურს არ ეხება და „მაგთიმ“ მომხმარებელს ნომრის მომსახურების გადასახადის გადახდა 18 თებერვლიდან უწევს. გადასახადი ყოველ 180 დღეში 1 ლარია. რაც შეეხება “სილქნეტს”, მან ტარიფები უცვლელად დატოვა.

























