“ვიონი საქართველოს“ გენერალური დირექტორის ანჯეი მალინოვსკის განცხადებით, კომპანია, უახლოეს თვეებში, ვერ ხედავს ბაზარზე მიზეზს ან საჭიროებას იმისას, რომ თავის მომსახურებაზე ფასები გაზარდოს.
როგორ მალინოვსკი აცხადებს, მათი მიზანია, ბაზარს შესთავაზონ მაღალი ხარისხის საკომუნიკაციო პროდუქცია გონივრულ ფასებში.
„ჩვენ არ ვგეგმავთ ჩვენს მომსახურებაზე ფასების გაზრდას. ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ყოველთვის ერთია - ვცდილობთ მაღალი ხარისხის საკომუნიკაციო მომსახურება შევთავაზოთ ჩვენს კლიენტებს. ეს ეხება როგორც სატელეფონო მომსახურებას, ისე მობილურ ინტერნეტს, რომელსაც გონივრულ ფასებში ვთავაზობთ მათ, რაც ჩვენს მომხმარებლებს აძლევს საშუალებას ჩვენი სერვისები გამოიყენეონ. უახლოეს თვეებში, ვერ ვხედავთ საჭიროებას და არ ვგეგმავთ მომსახურებაზე ფასების გაზრდას“, - აცხადებს „ვიონი საქართველოს“ გენერალური დირექტორი ანჯეი მალინოვსკი.
შეგახსენებთ, რომ რომ ,,მაგთიმ“ და ,,ჯეოსელმა“ მომხმარებლებისათვის ტარიფების კორექტირება დააანონსეს.
სააბონენტო პაკეტებში ინტერნეტის მოცულობის ზრდის ხარჯზე, ტარიფებიც უნდა გაიზარდოს. გარდა ამისა, შემოდის ნომრის მომსახურების ყოველთვიური 20 თეთრიანი გადასახადიც.

























