მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბილაინის" დირექტორი: მე არ მჭირდება ოფისში "დატყვევებული" თანამშრომლები

5b0fc5a0d3c14
თამუნა დემეტრაშვილი
31.05.18 14:00
5295
კომპანია "ბილაინის" თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობის უფლება აქვთ და არ არიან ვალდებულნი ოფისებში მივიდნენ,- ამის შესახებ "საქმიანი დილის" პირდაპირ ეთერში გენერალურმა დირექტორმა ანდჟეი მალინოვსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ეს მათი მუშაობის კონცეფციაა.

„მე არ მჭირდება თანამშრომლები "დატყვევებულნი" იყვნენ ოფისში, თუკი შეძლებენ, მომცენ შედეგი. ჩვენ გვაქვს Wi-Fi კავშირი ოფისს გარეთაც და თუკი თანამშრომელს აქვს "ლეპტოპი" მას შეუძლია იმუსაოს ოფისის გარეთ'-აღნიშნა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.

მისი თქმით, ის არ აქცევს ყირადღებას სად მუშაობენ ადამიანები, რადგან მენეჯმენტი აქცენტს აკეთებს ხარისხზე და იმ პროდუქტებზე, რომლებსაც მომხმარებელს სთავაზობენ.

"ოფისში გვაქვს კომფორტული გარემო და თანამშრომლებს შეუძლიათ წაიძინონ კიდეც დღის განმავლობაში თუ ეს მათ სჭირდებათ“-განაცხადა ანდჟეი მალინოვსკიმ. აქვე კომპანიის ხელმძღვანელმა უახლოეს მომავალში რამდენიმე ახალი პროდუქტის ბაზარზე შემოტანა დააანონსა.

"საქართველოს საკომუნიკაციო ბაზარი მაღალკონკურენტულია და ჩვენ ძალისხმევა გვჭირდება იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ბაზარზე კონკურენტული პოზიცია",-დასძინა "ბილაინის" გენერალურმა დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები