მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბილაინის მობილური აპლიკაციის MyBeeline-ის მომხმარებლები ექსკლუზიურად ისარგებლებენ განსაკუთრებული შეთავაზებით Happy Day

5be5549a79ad8
BM.GE
09.11.18 13:33
1188
მობილური ოპერატორი „ვიონი საქართველო“, ბილაინის აპლიკაცია MyBeeline-ის მომხმარებლებისთვის იწყებს ახალ ტრადიციას - Happy Day. Happy Day-ს ფარგლებში ბილაინის მომხმარებლები სარგებლობენ განსაკუთრებული შეთავაზებებითა და ფასდაკლებებით. Happy Day-ს შეთავაზება პერიოდულად და დაუანონსებლად ჩნდება MyBeeline აპლიკაციაში. შეთავაზების არსებობის შესახებ ინფორმაციას მომხმარებელი იგებს ბილაინის ფეისბუკის გვერდიდან, SMS-ითა და ვებგვერდის www.beeline.ge მეშვეობით, უშუალოდ Happy Day-ს დღეს, ხოლო შეთავაზების სრულად ნახვა მხოლოდ MyBeeline აპლიკაციითაა შესაძლებელი.

ბილაინის პირველი Happy Day 8 ნოემბერს გამოჩნდა და მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცათ შეეძინათ iPhone XS 64 GB მხოლოდ 2499 ლარად, ნაცვლად 3499 ლარისა და საჩუქრად მიეღოთ 64GB ბილაინის მობილური ინტერნეტი ყოველთვიურად, 1 წლის განმავლობაში. ხსენებულ შეთავაზებას ბილაინის მომხმარებლები დიდი მოწონებით გამოეხმაურენ და გამოცხადებიდან 2 საათში ყველა სმარტფონი გაიყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები