მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბილბორდები, რომლებიც ქალაქშია, კატასტროფაა. ეს ძალიან დაბალი დონეა - თემურ ჭყონია

6156d756eb9d1
თელარა გელანტია
01.10.21 13:32
1216
„ბილბორდები, რომლებიც ქალაქშია, კატასტროფაა. ეს ძალიან დაბლი დონეა“, - ასე აფასებს ბიზნესმენი თემურ ჭყონია თბილისის ქუჩებში ოპოზიციის საწინააღმდეგო, სიძულვილის ენის შემცველ ბილბორდებს, სადაც წერია ტექსტი - “არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!”, წითლად შეღებილ ფონზე კი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ფოტოებია დატანილი, მათ შორის არის ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია.

ამასთან, თემურ ჭყონია თბილისის მერობის კანდიდატების - კახა კალაძის, ნიკა მელიას და გიორგი გახარიას შეფასებისგან თავს იკავებს, მაგრამ ამბობს, რომ სუსტი კანდიდატები არ არიან.

„გამომდინარე იქიდან, რომ პატარა ქვეყანა ვართ, საერთო წრეა, არ მინდა ვინმე დავაზარალო... ჩემი აზრით, სამივე კანდიდატი არაა სუსტი, ამაზე მათი მხარდამჭერთა რაოდენობა მიუთითებს. შემიძლია ერთი რამ ვუსურვო მათ - ოდესღაც სიძულვლის ენა უნდა მოისპოს. ბილბორდები, რომლებიც ქალაქშია, არის კატასტროფა. ვფიქრობ, ეს ძალიან დაბლი დონეა.

ეს ბილბორდები ცუდად გვახასიათებს არა მხოლოდ ამ ბანერების გამკვრელს, არამედ ჩვენც - საზოგადოებასაც... ჩვენ მივდივართ ცვლილებებისკენ; ჩვენ მივდივართ კოალიციური მართვის სისტემის შემოღებისკენ, ყოველ შემთხვევაში, ვცდილობთ“, - ამბობს თემურ ჭყონია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები