მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Biletebi "გაუქმებული სპექტაკლების სერიას" აქვეყნებს

სს

მხარი დაუჭირე თეატრებს და შეიძინე გაუქმებული სპექტაკლის ბილეთები - Biletebi "გაუქმებული სპექტაკლების სერიას" აქვეყნებს.

აღნიშნული სპექტაკლები არ ჩატარდება და თუ შეიძენთ ის იქნება სიმბოლური, საქველმოქმედო ხასიათის, რომლითაც ფინანსურად დაეხმარებით თეატრის მთელ კოლექტივს.

"რადგან "ბილეთები" თავისი დაარსების დღიდან ქართული თეატრის მხარდამჭერია, გვინდოდა რაიმე ფორმა მოგვეძებნა, რომლითაც ხალხს საშუალება მიეცემოდა ის თანადგომა და მადლიერება, რაც ყველა პლატფორმაზე ტრიალებს, გამოეხატა ამიტომ, წარმოგიდგენთ "გაუქმებული სპექტაკლების სერიას", რომელშიც სხვადასხვა თეატრებს შეხვდებით.

აღნიშნული სპექტაკლები არ ჩატარდება, შესაბამისად, თქვენ მიერ შეძენილი ბილეთები - სიმბოლური, საქველმოქმედო ხასიათისაა, რომლითაც ფინანსურად ეხმარებით თეატრის მთელ კოლექტივს, ცხადია, ასეთი სპექტაკლების ბილეთებს მომსახურების საკომისიო არ დაემატება.

ნახე სპექტაკლების ჩამონათვალი აქ: https://bilete.bi/teatri

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები