მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Biletebi.ge განახლებულ პლატფორმას აანონსებს

biletebi.ge
BM. GE
05.10.23 10:00
153

ბილეთების გაყიდვის პირველი პლატფორმა საქართველოში - Biletebi.ge უკვე 15 წელია მომხმარებლებს საყვარელი ღონისძიებების ბილეთების შეძენაში ეხმარება.

კომპანია ახალ ეტაპზე გადადის და განახლებული პლატფორმის ამოქმედებას აანონსებს. ვებგვერდის მომხმარებლებისთვის თეატრის, კინოს, ტრანსპორტის, სპორტული ღონისძიებების და კონცერტების ბილეთების შეძენა კიდევ უფრო მოსახერხებელი გახდება.

ცვლილების მიზეზი Biletebi.ge-ის და Digital Area-ს დაპარტნიორებაა. ახალი თანამშრომლობის პირობებში, განვითარებაზე განახლებული გუნდი იზრუნებს. კომპანიაში სჯერათ, რომ ეს სიახლე სრულად შეცვლის ონლაინ ბილეთების ბაზარს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები