მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბილეთის ფასი უნდა გაიზარდოს და მსახიობთა ხილვა ძვირი უნდა ღირდეს”- თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი

62af09a41018a
ლიკა გურაბანიძე
20.06.22 23:30
1304

“ახმეტელის თეატრში” 2022 წელს ბილეთებზე ფასები წინა წელთან შედარებით 20%-ით გაზარდეს. 

“ჩემი სურვილია, რომ ნელ-ნელა ბილეთის ფასი გაიზარდოს და ცოცხალი მსახიობის ხილვა უფრო ძვირი ღირდეს, ვიდრე კინოთეატრში ფილმის სეანსი", - ამის შესახებ BMG-ს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირაკლი გოგიამ განუცხადა. 

მისივე განმარტებით, პანდემიის შემდეგ დარბაზში 80-90%-იანი დატვირთვაა. 

“მოთხოვნა იმდენად გაზრდილია, რომ კვირაში 7 სპექტაკლიც კი ვითამაშეთ, რადგან მაყურებელი ძალიან ბევრია.” - განმარტა გოგიამ. 

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს ჩატარებული სპექტაკლების რაოდენობა 83%-ით გაიზარდა და 1 787 შეადგინა, მათგან ნახევარზე მეტი თბილისში ჩატარდა. გასულ წელს საქართველოში 52 პროფესიული თეატრი ფუნქციონირებდა, აქედან ორი ოპერისა და ბალეტის თეატრი, 41 - დრამის, მუსიკალური კომედიისა და მინიატურების, ორი - ბავშვთა და მოზარდმაყურებელთა, ხოლო შვიდი - თოჯინების თეატრი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები