მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bilimber – სტუდენტების მასწავლებლებთან დაკავშირების ინოვაციური პლატფორმა

649b01b413249
BM.GE
29.06.23 15:40
330
სტატიაში საუბარია:
1 წლის წინ დავიწყეთ და უკვე გვყავს 6000 მოსწავლე, რომელიც ჩვენი პლატფორმით სწავლობს- ამის შესახებ ტექნოლოგიური სტარტაპის, Bilimber-ის თანადამფუძნებელმა განაცხადა, რომელიც დღეს, 29 ივნისს, 500 Georgia-ს Demo Day-ზე ინვესტორებისა და მაყურებლების წინაშე წარსდ. გასათანადო განათლების მიღება პიროვნული განვითარებისა და წარმატების მიღწევის საწინდარია. სტარტაპი Bilimber-ი მიზნად ისახავს სწავლა-განათლების ინდუსტრია შეცვალოს და სტუდენტების მასწავლებლებთან დაკავშირების პროცესი მაქსიმალურად გაამარტივოს.

იერასილ ოსპანოვისა და აკბოტა მუსსას მიერ დაფუძნებული სტარტაპი 6-დან 12 კლასამდე მოსწავლეებს მათთვის ზედგამოჭრილ მასწავლებლებთან დაკავშირებაში ეხმარება, თანაც მთელ ამ პროცესს 60 წამზე ნაკლები დრო სჭირდება.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, Bilimber-ი იმ სტუდენტებსა და მოსწავლეებზეა ზედგამოჭრილი, რომელთაც გამოცდებში, ტესტებსა თუ დავალებებში დაუყოვნებლივი დახმარება სჭირდებათ.

„ჩვენი პლატფორმა მოსწავლეებს პირდაპირ მასწავლებლებთან აკავშირებს, რომლებიც, თავის მხრივ, სტუდენტებს რთული მასალის გაგებაში, გამოცდისთვის მომზადებაში და დავალებების შესრულებაში ეხმარებიან, თანაც ამისათვის არსად წასვლა არ არის საჭირო, მასწავლებლები პირდაპირ ვიდეო ზარის საშუალებით ეხმარებიან მოსწავლეებს“, - აღნიშნავს სტარტაპის თანადამფუძნებელი.

გარდა ამისა, მოსწავლეებს აქვთ წვდომა პრაქტიკული რესურსების ფართო სპექტრზე, მათ შორის ათასობით კითხვაზე, იმიტირებულ ტესტზე, ასევე პერსონალიზებულ ვიქტორინებში მონაწილეობაზე. ეს რესურსები შექმნილია იმისთვის, რომ სტუდენტებმა ნებისმიერი გამოცდისთვის შეძლონ სათანადოდ მომზადება.

ამ დროისათვის აპლიკაცია 400,000-ჯერაა გადმოწერილი. Bilimber-ს ყოველთვიურად 60,000 აქტიური მომხმარებელი ჰყავს, მათი ჩართულობის დღიური საშუალო მაჩვენებელი კი 20 წუთია. მომხმარებლების რაოდენობა ყოველთვიურად 25%-ით იზრდება და, რაც მთავარია, 12,000 შეფასების შემდეგ Bilimber-ს 5-დან 4.8 ქულა აქვს, რაც ნამდვილად გამორჩეული შედეგია.

შთამბეჭდავი შედეგების მიუხედავად, Bilimber-ის დამფუძნებლები კიდევ უფრო ამბიციურ მიზნებს ისახავენ - მომდევნო 3-5 წლის განმავლობაში პლატფორმამ $300-500 მილიონის შემოსავლის მიღება უნდა შეძლოს, ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობამ კი 200 ათასს უნდა გადააჭარბოს.

ცნობისთვის: 500 Global-ი გლობალური ვენჩურული კაპიტალის კომპანიაა, რომელიც განვითარების ადრეულ ეტაპში მყოფ ტექნოლოგიურ სტარტაპებში ინვესტირებს. დაფუძნების შემდეგ, 500 Global-მა 81 ქვეყანაში დაფუძნებულ 2700-ზე მეტ კომპანიაში განახორციელა ინვესტიცია - ამათგან, 45 კომპანიის ღირებულება $1 მილიარდს, ხოლო 150-ზე მეტი კომპანიის ღირებულება $100 მილიონს აღემატება. 500 Global-ი კავკასიაში 500 Georgia-ს სახელით, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება. 500 Georgia-ს მიზნებს შორისაა საქართველოს სტარტაპ-ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ-კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები