სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველო-არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნეს ფორუმი იმართება, რომელსაც 250-ზე მეტი ორივე ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებიან.
ფორუმს ესწრებიან საამიროების წამყვანი და მსხვილი კომპანიები სხვადასხვა სექტორებიდან: საცალო ვაჭრობის მსხვილი ქსელები; სოფლის მეურნეობა; სტუმართმასპინძლობის სექტორი; საკვები პროდუქტების დისტრიბუცია, რძის პროდუქტების იმპორტი; არმოება და გადამუშავება; ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ინდუსტრია; უძრავი ქონება; საინფორმაციო ტექნოლოგიები.

























