მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბინაზე სალონური მომსახურება შესაძლოა რეგულაციებს დაექვემდებაროს

5f290ce3baefe
ინგა მურუსიძე
04.08.20 17:22
1337
ბიზნესი დგება უკონკურენტო გარემოში ბინაზე მოსიარულე ადამიანებთან, - ამის შესახებ bm.ge-ს „სალონების ფედერაციის“ ხელმძღვანელმა, თამარ შარაშენიძემ განუცხადა. მისი თქმით, ფედერაცია გეგმავს, რომ რეგულაციების მიღების მოთხოვნით შესაბამის უწყებას, ჯანდაცვის სამინისტროს მიმართოს.

„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ვიწყებთ მუშაობას, ეს არის ბინაზე მომსახურეობის საკითხი. ეს არის პრობლემა, რომლის გამოც სალონებში მომართვიანობა შემცირდა. ეს არის თემა, რომელიც აუცილებელ რეგულაციებს ითხოვს. სალონების ფედერაცია გამოდის ინიციატივით, რომ შეიქმნას მექანიზმი, რომელიც დაარეგულირებს ბინაზე მომსახურეობას. ბინაზე მომსახურეობა აუცილებლად უნდა იყოს დარეგულირებელი.

აქ არის ორი მიმართულება - ერთია, რომ კოვიდის და სხვა საშიში ინფექციების გადატანის დიდი საფრთხე იქმნება და მეორე არის ის, რომ ბიზნესი დგება უკონკურენტო გარემოში ბინაზე მოსიარულე ადამიანებთან. ასე რომ, საკმაოდ სერიოზული და მნიშვნელოვანი საკითხია, რომლის უგულვებელყოფა დიდი დანაშაულია. იმედი მაქვს, რომ მოგვაქცევენ ყურადღებას და გაითვალისწინებენ ჩვენს მიმართვას“, - განაცხადა თამარ შარაშენიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები