მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბინები გაიაფდა, კომერციული უძრავი ქონება - გაძვირდა

5a5e1bcfb9bc9
მეგი კავთუაშვილი
17.01.18 10:00
1831
დეკემბერთან შედარებით, საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასები შემცირდა. თუ წლის ბოლოს თბილისში გასაყიდი კვ.მ.-ს საშუალო ფასი 1 000 დოლარს აღემატებოდა, იანვრის დასაწყისში 950 დოლარამდე დაიწია.

საცხოვრებლისგან განსხვავებით, ზრდას განაგრძობს კომერციული უძრავი ქონების ფასი. ბოლო ერთ თვეში სავაჭრო ობიეტებში 1 კვ.მ. ფასი 1 600-დან 1 900 დოლარამდე გაიზარდა.

დეკემბერთან შედარებით მცირედით გაზრდილია მიწის ნაკვეთების ფასი, თუმცა ბაზრის თავისებურებიდან გამომდინარე მიწის გაყიდვები გაზაფხულზე აქტიურდება და ფასის მაქსიმუმიც ამ სეზონზე ფიქსირდება.

რაც შეეხება საოფისე უძრავ ქონებას, მასზე ფასის მატება გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და კვ.მ. ოფისის გასაყიდი ფასი 1 100 დოლარიდან ბოლო თვეების განმავლობაში 1 600 დოლარამდე გაიზარდა.

ფასების შესახებ ინფორმაციას უძრავი ქონების კომპანია makler.ge ავრცელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები