მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბინები, რომელიც $3500-ად ქირავდებოდა, დღეს $2000-2200 ღირს” - Noble Real Estate

ქირის ფასი

უძრავი ქონების კომპანია Noble Real Estate-ის თანადამფუძნებელი ვაჟა მებაღიშვილი ამბობს, რომ უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა საგრძნობლად შენელებულია. როგორც მან „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, რუსეთ-უკრაინის ომის გამო ჩამოსული მიგრანტების დიდმა ნაწილმა ქვეყანა დატოვა, რაც დაეტყობა როგორც გასაყიდი, ისე გასაქირავებელი უძრავი ქონების ბაზარს.

„შემცირებულია მოთხოვნა. ჩვენს კომპანიაში მიღებული პრაქტიკით, წინასწარ იწერებიან e-mail-ებს, ვურჩევთ შესაბამის ბინებს, შემდეგ ჩამოდიან. დღეს ასეთი შეტყობინებები ფაქტობრივად არ შემოდის. ძირითადი წილი ამ კატეგორიაში იყვნენ ევროპელები. დღეს უმეტესი მოთხოვნა მოდის ადგილობრივი ბაზრიდან, ასევე აქტიურია ისრაელი, დანარჩენი ძალიან შემცირდა.

ამ ეტაპზე ფასის კლების ტენდენცია პირველად ბაზარზე არ ფიქსირდება. მცირედი კლება იყო მეორედ ბაზარზე. იჯარების ნაწილშიც გვახსოვს გადავსებული ქალაქი რუსების თუ ბელორუსების ჩამოსვლის გამო, დღეს ვაკვირდებით, რომ მათი წილი შემცირდა. ჩემი დაკვირვებით 20-25%-იანი კლებაა. შესაბამისად, ქირაზე მოთხოვნა და ფასი შემცირდა. ხშირად მისაუბრია პრემიუმ სეგმენტზე და მითქვამს, რომ მოთხოვნა მაღალი იყო და როგორც კომპანიებში, ისე ასოციაციის წევრებს შორის ვეძებდით ხოლმე ასეთ ბინებს, რომ დროულად გვენახა შესაბამისი ბინა.

ახლა ერთეული კლიენტი ფიქსირდება, ვინც ამას ეძებს. ამ ნაწილშიც ძალიან დიდი შემცირებაა. ვაკის რაიონში სამსაძინებლიანი გასაქირავებელი ბინის ფასი იწყებოდა $2000-დან და ადიოდა $3000-4000-ზეც კი. ის ბინები, რომლებიც ჩვენ გვქონდა $3500-ად დღეს მესაკუთრეები გვეუბნებიან, რომ $2000-2300-დაც თანახმაა, თუ იქნება კლიენტი. ეს არის სარკე იმისა, რაც ხდება ქირის ბაზარზე.“ - განაცხადა მებაღიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები