მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბინების გაყიდვა-გაქირავების მსურველებს ენერგოაუდიტის სერტიფიკატის აღება 2022 წლის ბოლოს მოუწევთ

5df8edfdbdd43
დავით ჯალაღონია
17.12.19 19:25
1249
"შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ" კანონპროექტის მიხედვით, იმ პირებს, რომლებიც ბინებს გაყიდიან, ან გააქირავებენ, კონკრეტული სახლის ენერგოეფექტიანობის აუდიტის ჩატარება და შესაბამისი სერტიფიკატის აღება მოუწევთ.

როგორც ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა განუცხადა, ეს ვალდებულება 2022 წლის ბოლოდან ამოქმედდება.

"კანონში ამ ეტაპზევე წერია ის პირობა, რომ 2022 წლისთვის უნდა შემუშავდეს ენერგოეფექტურობის დამნერგავი წესები ახალი შენობების მშენებლობისთვის და 2023 წლიდან ეს უკვე განხორციელებული უნდა იყოს, ხოლო რაც შეეხება არსებულ შენობებს, ეს მათ არ შეეხება.

საუბარია იმაზე, რომ თუკი მოხდება ბინების, სახლების გაყიდვა, ვალდებულება ექნება მეპატრონეს, რომ ჩაატაროს აუდიტი. არ არის საუბარი იმაზე, რომ გასაყიდი ან გასაქირავებელი სახლის ენერგოეფექტურად გარდაქმნა უნდა მოხდეს. საუბარია მხოლოდ ენერგოაუდიტის ჩატარებაზე და ეს დოკუმენტი მყიდველს ან დამქირავებელს უნდა გადასცეს. ეს ვალდებულება 2022 წლის ბოლოსთვის შევა ძალაში.

ეს გადასახადები, თუ რამდენი იქნება ენერგოაუდიტის ჩატარებისთვის, არ მგონია, მნიშვნელოვანი თანხა იყოს", - განმარტა დავით თვალაბეიშვილმა.

იმ დროისთვის, როცა ეს ვალდებულება ძალაში შევა, საქართველოში აკრედიტაციის ეროვნული ცენტრისგან აკრედიტებული ორგანოები უნდა მუშაობდნენ, რომლებიც მომხმარებლებისთვის ენერგოაუდიტის შესახებ შესაბამის დოკუმენტს გასცემენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები