მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბინის დაზღვევა მეზობლისგან წყლის ჩამოსვლის შემთხვევაში - "სილქნეტმა" და "თიბისიმ" ერთობლივი პროდუქტი გამოუშვეს

5c78d78ac806f
BM.GE
01.03.19 10:49
1434
სილქნეტი ფიქსირებული ქსელის აბონენტებს სახლის/ბინის დაზღვევას სთავაზობს. სილქ დაზღვევის სადაზღვევო პოლისით იზღვევა მხოლოდ სახლის/ბინის შიდა მოპირკეთება;

• მეზობელი ფართიდან შემოსული წყლით დაზღვეული ქონების დაზიანება ან განადგურება.
• კანალიზაციის, წყალგაყვანილობის, და/ან გათბობის სისტემების მწყობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლა.
• ხანძარი, აფეთქება.
• ფასადის შუშის დაზიანება რაც გამოწვეულია სტიქიური მოვლენებით, კერძოდ: სეტყვა, წყალდიდობა, მიწისძვრა, ძლიერი ქარი .

სილქ დაზღვევის პირობებით ისარგებლებენ არსებული და ახალი მომხმარებლები თბილისსა და რეგიონში. რეგისტრაცია მიმდინარეობს Silk TV- მენიუდან და ასევე საინფორმაციო ცენტრ 2100-100-ში დარეკვით. სახლის დაზღვევის მოთხოვნის შემდეგ აბონენტს უკავშირდება ოპერატორი და უაქტიურებს მომსახურებას. აბონენტის განაცხადის მიღების თარიღის მიუხედავად, დაზღვევის პოლისი გააქტიურდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

დაზღვევის პოლისის ყოველთვიური ღირებულებაა - 5ლ.
ჯამური სადაზღვევო ლიმიტი - 10,000ლ. , არაუმეტეს 300ლ -1კვ/მ-ზე.

სილქ დაზღვევის საფასურის გადახდა შესაძლებელია ფიქსირებული მომსახურების გადასახადთან ერთად. სადაზღვევო შემთხვევას აანაზრღაურებს “თი-ბი-სი დაზღვევა”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები