თბილისში ბინის ფასი ლარშია თუ დოლარში? საქართველოში უმეტესობა დაუფიქრებლად გეტყვით, რომ დოლარში. თუმცა, უძრავი ქონების გრაფიკები და მონაცემები სრულიად განსხვავებულ სურათს აჩვენებს. სინამდვილეში, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასწარმოქმნის დაახლოებით 62% ლარზეა დაფუძნებული. როცა ეროვნული ვალუტა მყარდება - დოლარში ფასები იზრდება, ხოლო ლარის გაუფასურებისას დოლარში ფასები იკლებს.
სტუმარი: ოთარ ნადარაია - ეკონომისტი
#უძრავიქონებისპროსპექტი თათია ჩაფიჩაძე & გუგა კობახიძესთან ერთად






























