მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბინის ქირის ფასი გაიზარდა

BM.GE
14.09.22 08:47
708
ბინების ქირაობაზე ფასი გაიზარდა. ფასის მატების განმაპირობებელ ფაქტორებს შორის ანალიტიკოსები და კომპანიების წარმომადგენლები რუსეთიდან შემოსული მოქალაქეების გამო უძრავი ქონების ბაზარზე რადიკალურად შეცვლილ ვითარებას ასახელებენ. მაგალითად, საქართველოში წამყვანი საინვესტიციო ბანკის Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსი ანალიტიკოსი კახა სამყურაშვილი აღნიშნავს, რომ ფასების მატება განსაკუთრებულ გავლენას ახლა სტუდენტებზე ახდენს. მისი განმარტებით, ფასებმა ერთი წლის წინანდელ ნიშნულთან შედარებით 70-80%-იანი ზრდა აჩვენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები