იქიდან გამომდინარე, რომ ტერიტორიებზე, სადაც იწყება სამშენებლო პროცესები, თავიდანვე არ არის საკანალიზაციო სისტემა, აპრობირებულ მეთოდად იქცა ბიო საპირფარეშოების გამოყენება. ეს არის, პორტატული ბიო ტუალეტები, რომელთა გადაადგილებაც ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე ძალიან მარტივად ხდება და რაც მთავარია არ საჭიროებს კანალიზაციასა და წყალზე დაერთებას. ასევე ხდება გამქირავებელი კომპანიის მიერ მისი სისტემატიურად მომსახურება, რაც უზრუნველყოფს სისუფთავესა და კომფორტს.
საქართველოში ბიო საპირფარეშოების გაქირავება ნელ ნელა წარმატებულ და შემდგარ ინდუსტრიად ყალიბდება. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით მეტი კომპანიის დამფუძნებელი ფიქრობს, რომ სამშენებლო ტერიტორიაზე ჰიგიენური ნორმების დაცვა მნიშვნელოვანი ფაქტორია დასაქმებულთათვის. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ნახავთ სამშენებლო მოედნებზე განთავსებულ ე.წ ჩეჩმას, რომელიც აბინძურებს გარემოს, წამლავს მიწისქვეშა წყლებს და რა თქმა უნდა, მასში ჰიგიენური ნორმებიც დარღვეულია.
ბიო საპირფარეშოების გამოყენების ტენდენცია საკმაოდ მზარდია. ამ ტენდენციის პოპულარიზაციაში განსაკუთრებით გამოირჩევა კომპანია "ლაიმი", რომელიც საუკეთესო ხარისხის ამერიკული ბიო ტუალეტებით შემოვიდა ქართულ ბაზარზე და საერთაშორისო სტანდარტების მომსახურებით გამოირჩევა.
კომპანია "ლაიმის" ბიოტუალეტები საქართველოს მასშტაბით ბევრ სამშენებლო, სარემონტო და ასევე საღონისძიებო სივრცეებშია განლაგებული. კომპანია ნერგავს სიახლეებსა და ინოვაციებს პროდუქტისა და მომსახურების სფეროში, რათა დააკმაყოფილოს ბაზრის მოთხოვნები და მომხმარებელს შესთავაზოს უმაღლესი ხარისხის, სუფთა და მოწესრიგებული სერვისი ბიო საპირფარეშოებით სარგებლობის შემთხვევაში. სწორედ ამით აიხსნება კომპანიის მომსახურებაზე მზარდი მოთხოვნა, როგორც სამშენებლო სფეროდან, ასევე აგრო, ტურისტული და სხვა სფეროებიდანაც. ლაიმი მომხმარებელს ასევე სთავაზობს გარე დაყენების პორტაბელურ ხელსაბანს, რომელიც არ საჭიროებს წყალზე დაერთებას. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ბიო ტუალეტები და პორტაბელური ხელსაბანები აქტუალური გახდა აგრო სფეროში, განსაკუთრებით მოცვისა და თხილის სეზონური კრეფის პერიოდში.
როგორც სამშენებლო, ასევე სხვა სექტორებმაც, უნდა გაითვალისწინონ ახალი რეგულაციებიც, რომლებიც სამუშაო ადგილისა და დასაქმებული თანამშრომლების სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებს არეგულირებს. კომპანია "ლაიმის" თანამედროვე ბიო საპირფარეშოები და პორტაბელური ხელსაბანები, საუკეთესო გამოსავალი და გადაწყვეტილებაა კომპანიების სანიტარული პრობლემების მოსაგვარებლად.

(რ)