მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიოდეგრადირებადი პარკების მწარმოებელთა გამოწვევები და პრობლემები

BM.GE
20.05.21 12:14
1069
პოლიეთილენის პარკების ხმარებიდან ამოღება იმ მოუგვარებელი საკითხების ჩამონათვალშია, რომელიც კანონის არსებობის მიუხედავად წელებია შესაბამისმა ორგანოებმა ვერ უზურუნველყვეს. 2019 წლის 1 აპრილიდან მოქმედი კანონის მიხედვით, ქვეყანაში მხოლოდ ბიოდეგრადირებადი პარკების გამოყენებაა დასაშვები თუმცა რეალობა დღემდე განსხვავებულია. არადა ამ კანონის ამოქმედება ბევრი კომპანიისთვის საკმაოდ მტკივნეული იყო, მათი ნაწილი დაიხურა, ბევრმა ექსპორტის მიმართულებით დაიწყო მუშაობა, ნაწილმა კი არსებული ფინანსური რესურსის გათვალისწინებით შეძლო გადაიარაღება და ბიო პარკის წარმოება.

თუმცა ამის მიუხედავად მათაც არაკონკურენტულ გარემოში უწევთ მუშაობა ვინაიდან ბაზარზე ერთისმხრივ დღემდე რჩება პოლიეთილენის პარკები, მეორეს მხრივ კი არსებობენ კანონდამრღვევი საწამროები, რომლებიც ლიცენზიის გარეშე აწარმოებენ ბიოპარკებს. ასეთ პირობებში ნაწარმოები პარკი გაცილებით ნაკლები ჯდება, რის გამოც კეთილსინდისიერ მწარმოებლებს მათთვის კონკურენციის გაწევა უჭირთ.

სტუმარი: ლევან ბიწაძე - "აა პლასტის" გენერალური დირექტორი.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები