მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიოგრაფი ლივინგი" ქართული უძრავი ქონების ბაზარზე;

უძრავი ქონებაზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე ქართულ ბაზარზე არაერთი ახალი კომპანია გამოჩნდა, რომელთა შორის საკმაოდ ამბიციური გეგმებით და მასშტაბური ინვესტიციის წყალობით გამორჩეულია "ბიოგრაფი ლივინგი." კომპანია მომდევნო 5 წლის განმავლობაში, ვაჟა-ფშაველას, ქეთევან დედოფლისა და წერეთლის გამზირებზე სამ მრავალფუნქციურ კომპლექსს ააშენებს, რომლებიც საცხოვრებელ, კომერციულ და საოფისე სივრცეებს მოიცავს. „საკენი“, „მატიანი“, „ჰისნი“ მრავალსართულიანი, თანამედროვე არქიტექტურისა და დიზაინის მქონე კომპლექსები იქნება. როგორც კომპანიაში განმარტავენ, სამივე პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 300 მილიონი დოლარი იქნება. თითოეული პროექტი კი, მშენებლობის დაწყებიდან 42 თვეში დასრულდება.

სტუმარი: ვასილ ფხაკაძე - “ბიოგრაფი ლივინგის” აღმასრულებელი დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები