„ბიოგრაფი ლივინგმა“ და „ამერიკულმა ჰოსპიტალმა თბილისმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის მიზანია „ბიოგრაფი ლივინგის“ რეზიდენტებისთვის სამედიცინო სერვისების მიღება მათ საცხოვრებელ კომპლექსში.
თანამშრომლობის ფარგლებში „ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსება, სადაც სურვილის შესაბამისად, შესაძლებელი იქნება პირველადი სამედიცინო შეფასება, სასიცოცხლო მაჩვენებლების მონიტორინგი, გადაუდებელი დახმარების გაწევა კომპეტენციის ფარგლებში, ინექციებისა და ინფუზიური თერაპიის ჩატარება ექიმის დანიშნულებით, ლაბორატორიული მასალის აღება, ელექტროკარდიოგრაფიის შესრულება, ჭრილობების დამუშავება და სხვა მნიშვნელოვანი საექთნო მომსახურებების მიღება.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ „ბიოგრაფი ლივინგის“ პროექტები მხოლოდ საცხოვრებელი სივრცე არ იყოს და ადამიანებს ყოველდღიური ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად საჭირო სერვისებზეც ჰქონდეთ მარტივი წვდომა. „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისთან“ თანამშრომლობა ამ ხედვის მნიშვნელოვანი ნაწილია და გვაძლევს შესაძლებლობას, ჩვენს რეზიდენტებს პირველადი სამედიცინო მომსახურება მათივე საცხოვრებელ კომპლექსში შევთავაზოთ. გვჯერა, რომ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ზრუნვა თანამედროვე საცხოვრებელი ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილია,“ - განაცხადა „ბიოგრაფი ლივინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ ფხაკაძემ.
„ბიოგრაფი ლივინგი“ თბილისში თანამედროვე, მრავალფუნქციურ საცხოვრებელ პროექტებს ქმნის, რომელიც გამოირჩევა თანამედროვე არქიტექტურით და მაღალი ხარისხის სამშენებლო სტანდარტებით. „ბიოგრაფი ლივინგის“ კონცეფცია თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს შექმნასა და ქალაქის ურბანულ განვითარებაზეა ორიენტირებული.
„ჩვენი მიზანია, ჯანდაცვა იყოს არა მხოლოდ მაღალი ხარისხის, არამედ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და კომფორტული. სწორედ ამ ხედვას ემსახურება საცხოვრებელ კომპლექსებში 24/7 რეჟიმში მოქმედი სამედიცინო პუნქტების გახსნა, სადაც კვალიფიციური ექთნები მუდმივად იქნებიან მზად რეზიდენტების მხარდასაჭერად. ეს პროექტი „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენ ვაგრძელებთ ბრენდის გაფართოებას და ახალი, თანამედროვე ჯანდაცვის მოდელების დანერგვას, რათა მოსახლეობას შევთავაზოთ საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო მომსახურება დროულად იქ, სადაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ,“-აღნიშნა „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თეიმურ მუსაიევმა.
სამედიცინო კაბინეტებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების მონიტორინგს, ჯანმრთელობის პრევენციას და ჯანდაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს და გაზრდის ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობას.
კომპანია ამჟამად 8 მასშტაბურ პროექტს ავითარებს: „საკენი, „მატიანი“, „შანტანი“, „ჰისნი“, „ბარე“, „დაირა“, „მოზაიკა“, „გარდანი“, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 700 მილიონ დოლარს აღემატება. მიმდინარე წელს კი კომპანიამ კიდევ 5 ახალი პროექტი დააანონსა: „კამარა”, „ლიბრეტო”, „ჰისნი II”, „ბოჰემა” და „1824”.
„ბიოგრაფი ლივინგის“ მიზანია ურბანული გარემოს განახლება და დეველოპერულ ბაზარზე ცხოვრების თანამედროვე სტანდარტების შექმნა. ყველა პროექტი 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციით ვითარდება, რაც მობინადრეებს საშუალებას აძლევს საცხოვრებელი გარემოდან მცირე მანძილზე მიიღონ ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო ძირითადი სერვისები. „ბიოგრაფი ლივინგის“ მშენებარე პროექტების გაყიდვების მაჩვენებელი 70%-ს აღემატება, რაც კომპანიის პროექტების მიმართ მზარდ ინტერესსა და ნდობას ადასტურებს.




























