ბიოგრაფი ლივინგი თბილისში საცხოვრებელ პროექტებს 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციით ავითარებს. ეს მიდგომა საცხოვრებელი, კომერციული და საზოგადოებრივი სივრცეების ერთიან გარემოში გაერთიანებას გულისხმობს, სადაც ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილება ფეხით სავალ მანძილზეა შესაძლებელი. როგორც ჩვენთვის ცნობილია, მშენებარე პროექტებში გაყიდვების მაჩვენებელი 75%-ს აღემატება. ამასთან, ბიოგრაფი ლივინგი ახალი პროექტების განვითარებას აგრძელებს. მათ შორისაა ახლახან წარდგენილი მაუდი, ასევე ჰისნის მეორე ფაზა და მესამე ბლოკის წინასწარი გაყიდვები. რა მასშტაბის ინვესტიციებს ახორციელებს კომპანია თბილისში, როგორია გაყიდვების დინამიკა, რა ეტაპზეა მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები?
სტუმარი: ვასილ ფხაკაძე - "ბიოგრაფი ლივინგი", აღმასრულებელი დირექტორი






























