მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ბიოგრაფი ლივინგის“ პროექტის „ჰისნი“ საძირკველში სიმბოლური კაფსულა მოთავსდა

ჰისნი
10.11.25 12:15
1259

უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტის - „ჰისნი“ მშენებლობა აქტიურ ფაზაში გადავიდა და კომპლექსის საძირკველში სიმბოლური კაფსულა მოთავსდა, რაც პროექტის მდგრადობისა და სიმტკიცის სიმბოლოა.

მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი „ჰისნი“ ქეთევან დედოფლის გამზირი N69-ში შენდება და საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებს მოიცავს. კომპლექსი ოთხი თაუერისგან შედგება და პირველი ორი თაუერის მშენებლობა სრულდება 2028 წლის სექტემბერში. პროექტის ჯამური ინვესტიცია 241 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც საქართველოს ბანკის დაფინანსება 100.5 მილიონი აშშ დოლარია.

“დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ჩვენი ყველაზე მასშტაბური, მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის - "ჰისნი" საძირკველში კაფსულა განვათავსეთ, რაც მტკიცე საძირკვლის სიმბოლოა. ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ "ბიოგრაფი ლივინგი" შექმნიდა თანამედროვე, ხარისხზე და ინოვაციებზე დაფუძნებულ პროექტებს და გვჯერა, რომ "ჰისნი" სწორედ ასეთი გამორჩეული პროექტი იქნება თბილისში. „ჰისნის“ მშენებლობას "ელემენტ ქონსთრაქშენის" გუნდი განახორციელებს, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს საერთაშორისო სტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით ახორციელებს.” - განაცხადა ვასილ ფხაკაძემ, „ბიოგრაფი ლივინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა

„ელემენტ ქონსთრაქშენი“ უკვე 18 წელია საქართველოში ინდუსტრიულ, ჰიდროტექნიკურ და სამოქალაქო მშენებლობას, სარემონტო სამუშაოებსა და პროექტირების სერვისს ყველაზე მკაცრი საერთაშორისო სამშენებლო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს. როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბრენდებისთვის განხორციელებული ყველაზე მასშტაბური პროექტებიც საქართველოში, სწორედ „ელემენტ ქონსთრაქშენის“ სახელს უკავშირდება.

„ელემენტ ქონსთრაქშენისთვის“ დიდი პატივია ისეთ მნიშვნელოვნად პროექტში მონაწილეობა, როგორსაც „ჰისნი“ წარმოადგენს. ეს არის დეველოპერული პროექტი, რომელიც ქმნის დინამიურ და ცოცხალ გარემოს – სივრცეს, სადაც პრიორიტეტად განისაზღვრება ჯანსაღი ცხოვრების წესი, უსაფრთხოება და ენერგოეფექტურობა. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი კომპლექსების განვითარება, რომლებიც არა მხოლოდ ინფრასტრუქტურულად გამართულია, არამედ შინაარსობრივადაც აღრმავებს საზოგადოებრივ და კულტურულ პროცესებს. გვჯერა, რომ მრავალფუნქციური კომპლექსი „ჰისნი“ მოკლე დროში გახდება მაგალითი ხარისხის, ინოვაციისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის თვალსაზრისით”, - განაცხადა ალექსანდრე ოქროშიძემ, “ელემენტ ქონსთრაქშენის” გენერალურმა დირექტორმა.

„ჰისნი“ არის სივრცე, სადაც არქიტექტურა, ინოვაცია და გამწვანებული გარემო ქმნის ეკოსისტემას, რომელიც მომავალ მობინადრეებს თანამედროვე ურბანული ცხოვრების სტილს სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები