მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბიოგრაფი ლივინგმა" Schüco-სთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

ბიოგრაფი ფხაკაძე
06.03.25 12:27
484

უძრავი ქონების დეველოპერულმა კომპანია "ბიოგრაფი ლივინგმა” ექსკლუზიურად თანამშრომლობის მემორანდუმი მსოფლიოში ლიდერ გერმანულ ალუმინის კარ-ფანჯრის და მინის ფასადების მწარმოებელ კომპანია Schüco-სთან გააფორმა.

მემორანდუმის ფარგლებში კომპანიის პროექტ „საკენზე“ სრულად Schüco იმუშავებს, რაც მობინადრეებისთვის გამორჩეულ ხარისხის და ცხოვრების კომფორტული გარემოს შექმნას უზრუნველყოფს.

„მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა "ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი პროექტის, "საკენის“ ფარგლებში ვითანამშრომლოთ მსოფლიოში წამყვან ალუმინის კარ-ფანჯრის მწარმოებელ კომპანია Schüco-სთან. ხარისხი და ინოვაცია, ჩვენი პროექტისთვის მორგებული ექსკლუზიური გადაწყვეტილებები - ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ მშენებლობის მაღალ ხარისხზე და სტანდარტებზე, სადაც სწორად მსგავს საერთაშორისო ლიდერ ბრენდებთან თანამშრომლობას ვგულისხმობთ", - აცხადებს „ბიოგრაფი ლივინგის“ დამფუძნებელი ლევან ფხაკაძე.

სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის საქართველოს Schüco International KG-ს ვიცე პრეზიდენტი სტუმრობდა, რომელმაც იმ გამოცდილებაზე ისაუბრა, რაც კომპანიამ 70 წლის განმავლობაში დააგროვა.

კომპანია Schüco პრემიუმ კლასის ალუმინის საფასადე და კარ-ფანჯრის სისტემების გლობალურ ლიდერს წარმოადგენს, რომელიც ინდუსტრიაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გამოირჩევა.

Schüco-ს ალუმინის სისტემები ასოცირდება მაღალ ხარისხთან და გამძლეობასთან, გააჩნია თბოიზოლაციის საუკეთესო მაჩვენებლები, მათში გამოყენებულია თანამედროვე ინჟინერიის ინოვაციური გადაწყვეტილებები.

„კომპანია Schüco-სთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ხარისხზე ორიენტირებულ, თანამედროვე მენეჯმენტის მქონე, ფინანსურად ძლიერ კომპანიებთან პარტნიორობაა. სწორედ ასეთია უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია "ბიოგრაფი ლივინგი”, რომელიც ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს სამშენებლო მასალების ხარისხს და გამოყენებული პროდუქციის საერთაშორისო ნორმებთან თანხვედრას. სწორედ ამიტომ, გვიხარია, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში, როგორიცაა მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი საკენი”. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს", - აცხადებს Schüco-ს ვიცე პრეზიდენტი, დოქტორ იორგ ვესტფალი.

კომპანია Schüco-ს 70-წლიანი ისტორია ემყარება გერმანული ინჟინერიის ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, კომპანიის პროდუქცია ასოცირდება ხარისხთან და კომფორტულ გარემოსთან. კომპანიას გააჩნია საკუთარი ტექნოლოგიური ცენტრი და დამოუკიდებელი საგამოცდო ლაბორატორია.

უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია "ბიოგრაფი ლივინგი" დეველოპერულ ბაზარზე 2023 წლიდან გამოჩნდა და ამ ეტაპზე წარმოდგენილია 4 მრავალფუნქციური საცხოვრებელი პროექტით: საკენი - ვაჟა ფშაველას გამზირზე; მატიანი - წერეთლის გამზირზე; შანტანი - მაიაკოვსკის ქუჩაზე, მუშთაიდის პარკის წინ და ყველაზე მასშტაბური პროექტი ჰისნი, რომელიც ქ. დედოფლის გამზირზე მდებარეობს. პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება $400 მლნ-ია.

"ბიოგრაფი ლივინგის" პროექტებს გამოარჩევს მდებარეობა, მულტიფუნქციურობა, ასევე ხასიათი და არქიტექტურა, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თბილისის ურბანული გარემოს გაჯანსაღებასა და განახლებაში.

კომპანია 2025 წელს კიდევ არაერთი მასშტაბური, ახალი პროექტების დაანონსებას გეგმავს.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები