„ბიოგრაფმა “საკენის“ პროექტის კომერციულ პარტნიორებთან მემორანდუმი გააფორმა
BM.GE
16.06.23 10:41
• 414
„ბიოგრაფმა“ „საკენის“ დეველოპერული პროექტის კომერციულ პარტნიორებთან მემორანდუმი გააფორმა. შესაბამისად, უკვე ცნობილი გახდა, რომ „გასტრონომის“ ყველაზე დიდი სუპერმარკეტი თბილისში, „ოქტოპუსის“ 25 მეტრიანი აუზი და თანამედროვე ფიტნეს ცენტრი, „პოლის“ ფრანგული რესტორანი, „დანკინის“ ამერიკული რესტრანი და „სკა“ ბარი „საკენის“ კომპლექსში განთავსდება და მაცხოვრებლების ყოველდღიურობას კომფორტულს და მოსახერხებელს გახდის. „საკენის“ მშენებლობაა ვაჟა ფშაველას ნომერ 25-ში უკვე დაიწყო. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ “ბიოგრაფი“ „ვისოლ ჯგუფის“ წევრი ბრენდია, რომელსაც საქართველოს ბაზარზე წარმატებული ბიზნეს საქმიანობის 25 წლიანი ისტორია აქვს. „ბიოგრაფი“ საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე გასულ თვეს გამოჩნდა და ქვეყნის ურბანულ განახლებას და დეველოპერულ ბაზარზე მშენებლობის ახალი სტანდარტების დანერგვას ისახავს მიზნად.