ბიზნესმენი თამაზ მჭედლიძე “ბიოლის” ტერიტორიის განვითარებას აგრძელებს. როგორც მან BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა, ახალი წლისთვის ოთხი შალეს და ახალი ხელოვნური ტბის მშენებლობა დასრულდება.
„ვაშენებთ ოთხ შალეს და 3000 კვ.მ ფართობის ხელოვნურ ტბას. მშენებლობა გასულ წელს შემოდგომაზე დავიწყეთ და ახალი წლისთვის მზად იქნება”, - აღნიშნა მან.
თამაზ მჭედლიძის თქმით, ამ პროექტის ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 2.5 მლნ ლარი იქნება.
ახალი ხელოვნური ტბის და ოთხი შალეს გარდა, მშენებლობის პროცესშია აუზიც. ასევე, მიმდინარეობს ხის სასტუმროს დაპროექტებაც.
“ეს იქნება უზარმაზარი მინისსახურავიანი აუზი. მისი მშენებლობა თებერვალში უნდა დამეწყო, თუმცა დაბრკოლებების გამო, ახლა ვიწყებთ. ზაფხულისთვის გვინდა გახსნა, თუ მოვასწარით”, - აღნიშნა მან და განმარტა, რომ მშენებლებლის და მომარაგების პრობლემები ექმნება, რის გამოც იწელება პროექტები.
“საქართველოში ბიზნესი გმირობის ტოლფასია”, - დასძინა მან.