მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბიოლის“ ველნეს კოტეჯების პროექტით შვეიცარიული ფონდი დაინტერესდა - თამაზ მჭედლიძე

6492da7d25e15
ვიქტორია მღებრიშვილი
22.06.23 10:36
1950

კურორტ „ბიოლის“ ველნეს კოტეჯების პროექტით შვეიცარიული ფონდი დაინტერესდა. ამის შესახებ „ბიოლის“ დამფუძნებელმა თამაზ მჭედლიძემ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ კურორტის გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

კურორტის დამფუძნებელს „ბიოლის“ ტერიტორიაზე 20 ველნეს კოტეჯის პროექტის განხორციელების იდეა გასულ წელს გაუჩნდა. როგორც მაშინ თამაზ მჭედლიძემ BM.GE-ს განუცხადა, ეს საინვესტიციო პროექტია, რომლის შეძენის მსურველებს კოტეჯები 50-წლიანი საკუთრების უფლებით გადაეცემათ. "ბიოლის" დამფუძნებლის განმარტებით, პროექტი არა მხოლოდ უძრავ ქონებას, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესს აერთიანებს. "ბიოლის" ეკოლოგიურად სუფთა და ინფრასტრუქტურულად გამართულ გარემოში, ადამიანები კოტეჯების საკუთრებაში მიღებას ველნესის მცოდნე პერსონალის და მედიცინის სფეროს სპეციალისტების მომსახურებით მიიღებენ.

„უძრავი ქონების პროსპექტში“ სიახლეებზე საუბრისას თამაზ მჭედლიძე დეტალებს არ აკონკრეტებს და ამბობს: „უკვე დავიწყეთ ინვესტორების მოზიდვა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მატერიალურად უზრუნველყოფილნი არიან. ვაშენებთ ვილებს, სადაც უძრავ ქონებასთან ერთად მსურველებს თავისი ცხოვრების სტილის ყიდვა შეეძლებათ - ექიმებით, პერსონალით და სერვისით, რომელიც ჯანმრთელი ცხოვრების წესს უზრუნველყოფს.

20 ვილის აშენებას ვგეგმავთ და 7-ზე დაინტერესება შვეიცარიული ფონდის მხრიდან უკვე არის“, - განაცხადა მჭედლიძემ და იმედი გამოთქვა, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობა შედგება.

ცნობისთვის: „ბიოლის“ სერვისებით ველნეს კოტეჯის 50 წლით საკუთრებაში მიღება 900 000-დან 2.5 მლნ დოლარი ეღირება. პროექტი მაღალშემოსავლიან ტურისტებზეა გათვლილი, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვებიან და ქვეყანაში უძრავი ქონების საკუთრებით არიან დაინტერესებულნი.

აღსანიშნია, რომ თამაზ მჭედლიძემ ველნეს კურორტ "ბიოლის" მოწყობა, ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების ინდუსტრიის შექმნის მიზნით, 2005 წლიდან დაიწყო, რისთვისაც 42 მლნ დოლარი ინვესტიცია უკვე განახორციელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები