მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BioNTech-ი $3.7-მილიარდიანი მოგების შესახებ აცხადებს

618bdc646fd61
ნათია თაქთაქიშვილი
11.11.21 00:30
792
ფარმაკოლოგიური კომპანია BioNTech-ი აცხადებს, რომ მისმა მოგებამ მესამე კვარტალში 3.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას Anadolu Agency ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ფარმაკოლოგიური კომპანია მოგების ასეთ ზრდას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მაღალ რეალიზაციას უკავშირებს. შესაბამისად, BioNTech-ის შემოსავალმა მესამე კვარტალში 6.1 მილიარდი ევრო შეადგინა, ნაცვლად გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებული 67.5 მილიონი ევროსი.

BioNTech-ი აცხადებს, რომ კომპანია 2021 ფისკალური წლის მანძილზე 2.5 მილიარდი ვაქცინის დოზის რეალიზებას გეგმავს, საიდანაც დაახლოებით 16-17 მილიარდი ევროს შემოსავალს ელოდება.

2 ნოემბრის მონაცემებით, BioNTech-მა და Pfizer-მა 2 მილიარდი ვაქცინის დოზა მიაწოდა 152 ქვეყანას. აღსანიშნავია, რომ კომპანიები მომავალი წლისთვის დაახლოებით 4 მილიარდი ვაქცინის წარმოებას გეგმავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები