მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BioNTech-ის დამფუძნებლები გერმანიის საპატიო ორდენით დაჯილდოვდებიან

603c8c062aadb
თათია კაკიაშვილი
01.03.21 22:39
894

BioNTech–ის დამფუძნებლები, ოზლემ თურეჯი და უღურ შაჰინი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნისთვის გერმანიის ფედერაციის ღირსების ორდენით დაჯილდოვდებიან. ამის შესახებ  განცხადება გერმანიის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ამის შესახებ DW იტყობინება.

გამოცემის ცნობით, ეს იქნება პირველი ღირსების ორდენი, რომელსაც თურეჯსა და შაჰინს გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი პირადად გადასცემს. შტაინმაიერმა წყვილს გაწეული ღვაწლისთვის მადლობა Facebook-ით გადაუხადა და დასძინა, რომ მათ „გადამწყვეტი როლი შეასრულეს კორონავირუსის პანდემიის შეკავებაში“. დაჯილდოების ცერემონიალი 19 მარტს გაიმართება და მას გერმანიის პრეზიდენტთან ერთად, კანცლერი ანგელა მერკელიც დაესწრება.

რაც შეეხება თავად BioNTech-ს, შეგახსენებთ, რომ კომპანია ცოლ-ქმარმა - ოზლემ თურეჯმა და უღურ შაჰინმა გერმანიის ქალაქ მაინცში 2008 წელს დააარსეს. ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანიასთან, Pfizer Inc-თან ერთად, მათი COVID-ვაქცინა პირველი იყო, რომელიც ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში გამოიყენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები