2026 წლის დასაწყისში, “Loyal”, აშშ-ს ბიოტექნოლოგიური კომპანია, დარწმუნებულია, რომ ბაზარზე პრეპარატს, LOY-002-ს გამოიტანს, რომელიც ძროხის ხორცის არომატიზებულ აბს წარმოადგენს და აღნიშნული პრეპარატი ძაღლებს მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში ჯანსაღი ცხოვრების საშუალებას აძლევს.
სან-ფრანცისკოში ბაზირებული ბიოტექნოლოგიური კომპანია “Loyal”, მიზნად ისახავს მეტაბოლური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას იმ ძაღლებში, რომელთა წონაც 40 კგ-ზე მეტია. როგორც კომპანიაში აცხადებენ, პრეპარატს შეუძლია ძაღლების სიცოცხლის გახანგრძლივება და ასაკთან ერთად სიცოცხლის ხარისხის შენარჩუნება.
საკვებისა და წამლების ადმინისტრაციასთან (FDA) ოთხწლიანი კვლევების შემდეგ, დადასტურდა, რომ პრეპარატმა გააუმჯობესა დაბერების კლინიკურად შესაბამისი პარამეტრები.
კომპანიაში ხსნიან, რომ ძაღლებს აქვთ ჰორმონი, სახელად IGF-1, რომელიც აჩქარებს მათ დაბერებას და ადრეულ სიკვდილს.
LOY-002 პრეპარატი კი მიზნად ისახავს მნიშვნელოვნად შეამციროს IGF-1 დონე, რამაც უნდა შეაჩეროს ასაკით დიდი ძაღლების სწრაფად დაბერება.
როგორც პრეპარატის აღწერაშია დატანილი, წამლის გაკეთება ყოველ სამ-ექვს თვეში ერთხელ იქნება შესაძლებელი.
მეცნიერები წინასწარ პროგნოზირებენ, რომ LOY-002 პრეპარატის განვითარების გავლენა არ შემოიფარგლება მხოლოდ ვეტერინარული მედიცინის სფეროთი და დამტკიცების შემთხვევაში, ის შესაძლოა ადამიანებზეც გამოსცადონ.