მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბირჟაზე BGEO ჯგუფისა და თიბისი ბანკის აქციების ფასი გაიზარდა

5a5c81266268f
BM.GE
15.01.18 14:20
1767
Galt&Taggart ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასს აქვეყნებს, რომელიც გასულ კვირაში დაფიქსირდა.

BGEO ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 37.74 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.57% წინა კვირასთან შედარებით და +10.09% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 358 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 35.96 – 38.84 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 48 ათასი აქცია შეადგინა. FTSE 250 ინდექსი, რომელშიც BGEO შედის, წინა კვირასთან დაიკლო 0.21%-ით ხოლო წინა თვესთან მოიმატა 4.06%-ით. ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 0.91% შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 17.14 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (+3.50% წინა კვირასთან შედარებით და +3.75% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 109 ათასს გადააჭარბა, GBP 15.80 – 17.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 14 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები დაიხურა 3.45 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (-2.82% წინა კვირასთან შედარებით და -0.58% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 104 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 3.45 – 3.69 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 13 ათასი აქცია შეადგინა. მოცემულ კვირაში ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 0.08% შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები