საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ინფორმაციით, ბირჟაზე BGEO ჯგუფისა და თიბისი ბანკის აქციების ფასი შემცირდა, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის აქციების ფასი კი გაიზარდა.
BGEO ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 31.13 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -7.74% წინა კვირასთან შედარებით და -12.11% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 259 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 31.00 – 34.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 57 ათასი აქცია შეადგინა. FTSE 250 ინდექსი, რომელშიც BGEO შედის, წინა კვირასთან მოიმატა 0.55%-ით ხოლო წინა თვესთან მოიმატა 5.43%-ით. ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 0.66% შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 16.66 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (-6.61% წინა კვირასთან შედარებით და -7.24% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 113 ათასს გადააჭარბა, GBP 16.50 – 18.26 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 32 ათასი აქცია შეადგინა.
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები დაიხურა 3.02 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (+2.20% წინა კვირასთან შედარებით და +3.97% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 113 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 2.87 – 3.10 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 39 ათასი აქცია შეადგინა. მოცემულ კვირაში ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 0.09% შეადგინა.

























