"ბირჟაზე და ცენტრალურ დეპოზიტარში არსებული ინფრასტრუქტურა არ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს", - აცხადებს "ბიზნესკონტრაქტთან" თბილისის საფონდო ბირჟის სამეთვალყურე საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი ფარესიშვილი. მისი განმარტებით, ამ მიზეზს ხშირად ასახელებენ უცხოელი ინვესტორები , რის გამოც არ შემოდიოდნენ საქართველოში და არ ყიდულობენ ქართულ ფასიან ქაღალდებს. მისი თქმით, პრობლემა დაახლოებით 1 წელიწადში მოგვარდება, თუმცა მხოლოდ ინფრასტრუქტურა არ არის ერთადერთი ფაქტორი, რადგან საფონდო ბაზრის განვითარებისთვის საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები გატარდეს.
"საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ხელს შეუწყობს საფონდო ბაზრის განვითარებას. საჭიროა საგადასახადო კუთხით ცვლილებები, რომელიც უფრო მარტივს გახდიან საქართველოში ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას. განსაკუთრებით ეს აწუხებთ უცხოელ ინვესტორებ, იმიტომ, რომ მათი უმრავლესობა არ არის რეგისტრირებული საქართველოში გადასახადის გადამხდელად და მათთვის ყოველთვის პრობლემატურია, როცა დგება საკითხი საქართველოში დაბეგვრის. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მთავრობასთან და ეროვნულ ბანკთან შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე’’-აცხადებს გიორგი ფარესიშვილი "ბიზნესკონტრაქტთან".

























