მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟაზე ნავთობის და გაზის ფასები ეცემა

646b19eb97283
გიორგი თოლორდავა
22.05.23 11:31
2456
საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება - ერთდღიან ჭრილში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 1%-ითაა შემცირებული და ამჟამად Brent-ის ღირებულება 74 დოლარს შეადგენს; WTI-ის ფასი კი 71 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

ერთთვიან პერიოდში ნავთობი 10%-ითაა გაიაფებული, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ვარდნის მაჩვენებელი 30%-ია.

ეცემა რუსული ნავთობის ფასიც, ბოლო სავაჭრო სესიაზე Urals-ის ღირებულება 0.7%-ით შემცირდა და ამჟამად ბარელის ფასი 56 დოლარს შეადგენს, რაც ერთ თვეში 10%-ით შემცირებული მაჩვენებელია, ერთწლიან პერიოდში კი რუსული ნავთობი ბირჟაზე 33%-ითაა გაიაფებული.

დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება ბუნებრივ აირთან მიმართებითაც, ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით გაზი 71%-ითაა გაიაფებული; ერთ წელიწადში თითქმის 65%-ით გაიაფდა ევროპული გაზი; ხოლო ბრიტანეთში ბუნებრივი აირის ღირებულება 52%-ითაა შემცირებული.

ბირჟაზე არსებული ტენდენცია რიგი ეკონომიკური ფაქტორებითაა განპირობებული, ამერიკაში საწარმოო ინდექსის მოცულობა მკვეთრად დაეცა, უმუშევრობის სტატისტიკა კი იმატებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აშშ-ის ეკონომიკა კრიტიკულ ნიშნულამდე ნელდება და შესაძლოა, ის რეცესიაშიც გადავიდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები