მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟაზე ნავთობის ფასები იზრდება | ენერგეტიკული ბირჟის მიმოხილვა

6461eb88cba88
გიორგი თოლორდავა
15.05.23 12:25
529
საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება, ერთდღიან ჭრილში ბარელი Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 1%-ითაა გაზრდილი და ამჟამად 75 დოლარს აღწევს; WTI Crude-ის ღირებულებამ კი 70 დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბირჟაზე ბარელი Urals-ის ფასი 56 დოლარს აჭარბებს, რაც ერთ დღეში თითქმის 5%-ით გაზარდილი მაჩვენებელია.

რუსული ნავთობის გაძვირება პირდაპირ კავშირშია ჩინეთში საწარმოო აქტივობის მკვეთრ ზრდასთან. მოგეხსენებათ, ჩინეთი რუსეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და ნავთობმომხმარებელია, შესაბამისად, მისი ეკონომიკური აქტივობის გააქტიურება პირდაპირ აისახება Urals-ის ფასზე.

რაც შეეხება ბუნებრივ აირს, ევროპული ბენჩმარკის, Dutch TTF-ის ღირებულება მეგავატ-საათზე 32 დოლარს შეადგენს, რაც ბოლო ერთ თვეში დაფიქსირებული ვარდნის 24%-იანი მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები