მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟაზე ნავთობის ფასი შემცირდა, გაზის - გაიზარდა

64843e10dcedc
გიორგი თოლორდავა
10.06.23 13:50
525
საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება, ერთკვირიან ჭრილში ბარელი Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 1.5%-ითაა შემცირებული და ამჟამად 75 დოლარს აღწევს; WTI Crude-ის ღირებულებამ კი 70 დოლარი შეადგინა.

დაღმასვლა ფიქსირდება რუსულ ნავთობთან მიმართებითაც, რომელიც ერთ კვირაში 1%-ით გაიაფდა და ამჟამად ბარელი Urals-ის ფასი 57 დოლარს შეადგენს. ერთწლიან პერიოდში კი ბირჟაზე ნავთობი საშუალოდ 40%-ით გაიაფებულია.

გასული კვირის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა ბუნებრივი აირის ღირებულება. აშშ-ის მასშტაბით ბუნებრივი გაზი 5%-ით გაძვირდა, ევროპაში საშუალო ზრდის მაჩვენებელი კი 20%-ს აღწევდა, ანალოგიური ვითარებაა ბრიტანულ გაზთან მიმართებითაც. მიუხედავად ამისა, ერთწლიან პერიოდში გაზის ფასი მსოფლიოს მასშტაბით საშუალოდ 75%-ითაა შემცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები