მეტალების საერთაშორისო ბირჟაზე ალუმინის ფასი გაზრდილია. კერძოდ, ერთწლიან პერიოდში მატების მაჩვენებელი 6%-ს აჭარბებს, ხოლო ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ზრდა 3%-ს აღწევს.
ამჟამად ტონა ალუმინის ფასი 2,700 დოლარის ფარგლებშია, რაც 2022 წლის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ნიშნულია.
ბირჟაზე ალუმინის გაძვირება აშშ-ის ტარიფებით, ექსპორტიორი სახელმწიფოების მხრიდან მიწოდების შეზღუდვით და კომპანიების მხრიდან მოთხოვნის ზრდით არის განპირობებული.



























