მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟაზე დალისტვის პირველ დღეს, Instacart-ის აქციების ფასი 12%-ით გაიზარდა

Instacart

ამერიკულმა Instacart-მა, რომელიც სურსათის გამოძახების ერთ-ერთი უმსხვილესი სერვისია მსოფლიოში, NASDAQ-ის ტექნოლოგიურ საფონდო ბირჟაზე საკუთარი აქციები განათავსა, რის შემდეგაც, ვაჭრობის პირველ დღეს, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 12%-ით იმატა. Instacart-ის აქციები, ბირჟაზე, თავდაპირველად, $30-ად განთავსდა, მაგრამ ვაჭრობის შედეგად, ერთი აქციის ფასმა $42-აც გადააჭარბა, მაგრამ დღის ბოლოს, ფასი $33.7-ზე დასტაბილურდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ $9.3 მილიარდს გადააჭარბა.

კომპანიის სრული აქციების დათვლის შემთხვევაში, კომპანიის შეფასებამ $11 მილიარდს გადააჭარბა, რაც საკმაოდ დიდი კლებაა კომპანიის მიერ 2021 წლის საინვესტიციო რაუნდთან შედარებით, როცა პანდემიის დროს, კომპანია $39 მილიარდად იყო შეფასებული.

კომპანია 2012 წელს დაარსდა და მას შემდეგ, ინვესტიციების სახით $2 მილიარდზე მეტი მოიზიდა. დღეს, Instacart-ის სერვისები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში არის ხელმისაწვდომი, ხოლო კომპანია 3500-მდე თანამშრომელს ასაქმებს. გასულ წელს, კომპანიის შემოსავალმა $2.5 მილიარდს გადააჭარბა.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები