ბოლო ერთი წლის განმავლობაში საერთაშორისო ბირჟაზე კაკაოს ფასი 215%-ითაა გაზრდილი, რაც რეკორდული მაჩვენებელია. შედარებისთვის, ერთწლიან პერიოდში ბიტკოინის ფასი 140%-ითაა გაზრდილი, ანუ ამჟამად კაკაოს უკეთესი შედეგი აქვს, ვიდრე ბიტკოინს, რაც ნამდვილად უცნაურია.
კაკაოს გაძვირებას ის ფაქტი განაპირობებს, რომ დასავლეთ აფრიკაში მოსავალი შემცირებულია, ამან კი საერთაშორისო ბაზარზე დეფიციტი გამოიწვია. ვითარებას განსაკუთრებით ამწვავებს ის ფაქტი, რომ შოკოლადის უმსხვილესმა საწარმოებმა ბაზარზე არსებული კაკაოს მოსავლის პანიკური შესყიდვა დაიწყეს, ამან კი სწორედ ამ 215%-იან გაძვირებამდე მიგვიყვანა.
ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ განსა და კოტ-დ’იუვარში, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობით კაკაოს აწარმოებენ, ელ-ნინოს გლობალური ფენომენის გამო, ნიადაგი ზედმეტად გამოშრა, ამან კი კაკაოს მოსავალი მნიშვნელოვნად დააზიანა.
ექსპერტების ვარაუდით, მიმდინარე სეზონში კაკაოს დეფიციტი 375 ათასი ტონა იქნება და თუ ეს პროგნოზი გამართლდა, ბაზარზე კაკაოს ისეთი დეფიციტი შეიქმნება, რომელიც პლანეტას უკანასკნელი 65 წლის განმავლობაში არ უნახავს. ყველაფერი ეს, ცხადია, შოკოლადსა და ტკბილეულს კოლოსალურად გააძვირებს