ძვირფასი ლითონების ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება - ამჯერად ფასი ერთ კვირაში 4%-ით გაიზარდა და უნცია ოქროს ღირებულებამ 4,700 დოლარს მიაღწია, რაც ერთწლიან პერიოდში 57%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ვერცხლის შემთხვევაში, წლიური ზრდა 145%-ს შეადგენს, ხოლო ერთ კვირაში მატება 5%-ია.
ძვირფასი მეტალების გაძვირებას გეოპოლიტიკური და ეკონომიკური რისკების ზრდა განაპირობებს, რადგან ასეთ დროს ინვესტორები თავის დასაზღვევად ყველაზე უსაფრთხო აქტივებს ირჩევენ, მათ შორის ყველაზე გამოცდილი და სასურველი, ზოგადად, ოქროა.
მართალია, პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, ოქრო დაახლოებით 16%-ით არის გაუფასურებული, თუმცა ბოლო კვირების განმავლობაში ის შედარებით სტაბილურობას ინარჩუნებს, რაც მისი, როგორც ღირებულების შემნახველი აქტივის ნარატივს აძლიერებს.




























