მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟაზე ოქროს ფასი იზრდება

ოქრო

ისრაელი-ჰამასის სამხედრო დაპირისპირების ფონზე, საერთაშორისო ბირჟაზე ოქროზე მოთხოვნა იზრდება. ამ ეტაპზე, ერთ კვირაში ოქროს ფასი 4%-ითაა გაზრდილი და უნცია მეტალის ღირებულება 1,948 დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ამასთან, გერმანული Commerzbank-ი განახლებულ პროგნოზს ავრცელებს, რომლის თანახმად, წლის ბოლომდე უნცია ოქროს ფასი 2,000 დოლარს მიაღწევს, თუმცა მომავალი წლისთვის ოქროს ფასი 2,100 დოლარის ფარგლებში იქნება.

ოქროზე მოთხოვნის ზრდა მარტივი მიზეზით არის განპირობებული. ზოგადად, გეოპოლიტიკური რისკების ზრდის ფონზე, კრიზისისგან თავის დასაზღვევად ინვესტორების დაბალრისკიან აქტივებს ირჩევენ. საუკუნეებია, ოქრო კრიზისისგან ჰეჯირების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად ითვლება, ამიტომაც ამჟამად მისი ფასი იმატებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები